Apple-მა App Store-იდან რუსული VK-ს აპლიკაციები, მათ შორის Odnoklassniki და Mail.ru წაშალა
რუსული ტექნოლოგიური კომპანია VK აცხადებს, რომ Apple-მა App Store-იდან მისი ციფრული პროდუქტები ცალმხრივად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე წაშალა. პლატფორმიდან გაქრა ისეთი პოპულარული აპლიკაციები, როგორებიცაა „Odnoklassniki“, „Mail.ru“, „VK Music“, „VK Dating“ და „VK Messenger“. კომპანიის განმარტებით, Apple-ის ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და რუსი მომხმარებლების უფლებებს ზღუდავს. „VK არასდროს ყოფილა სანქციების ქვეშ და არც შეტანილა სანქციების სიაში, რასაც მრავალი საერთაშორისო და ამერიკული იურიდიული დასკვნა ადასტურებს. ოფიციალური იურიდიული დასკვნები და ყველა საჭირო ინფორმაცია დიდი ხანია Apple-ს ხელთ აქვს. მიუხედავად ამისა, Apple-მა ცალმხრივად წაშალა VK-ს აპლიკაციები გაფრთხილების გარეშე. ამით Apple ზღუდავს რუსი… The post Apple-მა App Store-იდან რუსული VK-ს აპლიკაციები, მათ შორის Odnoklassniki და Mail.ru წაშალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →