სიახლე

“200 სოფელი ნასოფლარად იქცა… სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება”– სალომე სიმონია

Alia

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია: 2024 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს გავეცანი და აღწერათაშორის პერიოდში, ანუ ბოლო 10 წელში, ასეთი მონაცემები გვაქვს: ● 200 სოფელი ნასოფლარად იქცა და კიდევ 278-ს იგივე ელის, რადგან 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს. ● 64 მუნიციპალიტეტიდან 52-ში მოსახლეობა შემცირდა. ● 10 რეგიონიდან 8-ში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო. ● 0-დან 7 წლამდე ყველა ასაკობრივ […] The post “200 სოფელი ნასოფლარად იქცა… სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება”– სალომე სიმონია appeared first on .

პირველწყარო →

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

2024 წლის საყოველთაო აღწერის ძირითად შედეგებს გავეცანი და აღწერათაშორის პერიოდში, ანუ ბოლო 10 წელში, ასეთი მონაცემები გვაქვს:
● 200 სოფელი ნასოფლარად იქცა და კიდევ 278-ს იგივე ელის, რადგან 10 კაცზე ნაკლები ცხოვრობს.
● 64 მუნიციპალიტეტიდან 52-ში მოსახლეობა შემცირდა.
● 10 რეგიონიდან 8-ში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო.
● 0-დან 7 წლამდე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში კლებაა.
● 22-დან 33 წლამდე ასაკის მოსახლეობაც შემცირებულია.
● 35%-ით შემცირებულია შობადობა.
● ბოლო 5 წელია გარდაცვალება ბევრად აღემატება შობადობას.
● ქართულენოვანი მოსახლეობის წილი 2,5%-ით ნაკლებია.
● საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსების რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა.
● ირანიდან ჩამოსახლებულთა რიცხვი 22-ჯერ გაიზარდა.
● სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 25,3%-ით ნაკლებია.
● სახნავის ფართობი 13,8%-ით ნაკლებია.
● სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება.
● ბოსტნეულის მოყვანის ფართობი განახევრებულია.
● კარტოფილი 25%-ით ნაკლებ ფართობზე მოჰყავთ.
● მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 15%-ით ნაკლებია.
● ფურის რაოდენობა 18.3%-ით შემცირდა.
● ცხვრის და კამეჩის რაოდენობა 22-25%-ით შემცირდა.
● ცხენების რაოდენობაც 30%-ით შემცირებულია.

The post “200 სოფელი ნასოფლარად იქცა… სიმინდი 55%-ით ნაკლებ ფართობზე ითესება”– სალომე სიმონია appeared first on .


მსგავსი