,,ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი” – რუტე
„ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს. რუტემ აღნიშნა, რომ ამერიკელ ლიდერთან განიხილა ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტი, ასევე ევროპისა და კანადის მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხები. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ქვეყნები იცავენ ერთიან პოზიციას ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების თავიდან აცილების საკითხში და კვლავ მიუთითა იმ „საფრთხეზე, რომელიც წარმოიქმნება თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში“. The post ,,ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი” – რუტე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →