სიახლე

ტაიფუნ „მეხალას“ გამო იაპონიაში 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

მედიაცენტრი

ტაიფუნ „მეხალას“ მოახლოების გამო, იაპონიაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული, ხელისუფლებამ ორ მილიონამდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სტიქია ქვეყნის არაერთ რეგიონში ძლიერ წყალდიდობასა და მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი იაპონიის სამხრეთ და დასავლეთ კუნძულებს უკვე დაატყდა თავს. უამინდობის გამო აეროპორტებში 200-ზე მეტი ავიარეისი ჩაიშალა. იაპონიამდე ტაიფუნმა „მეხალამ“ ტაივანს გადაუარა. კუნძულზე თავსატეხად ქცეული ძლიერი წვიმების გამო, ექვს მილიონამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებში წასვლა ვერ შეძლო, რის გამოც სასწავლო და სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა. The post ტაიფუნ „მეხალას“ გამო იაპონიაში 2 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი