,,აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს” – ირანის საგარეო
„აშშ-ის მიერ განხორციელებული ეს სასტიკი თავდასხმები, რომლებიც ირანის სანაპირო ობიექტებზე განხორციელდა, ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის აშკარა დარღვევაა“, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევაზე სწრაფ და გადამწყვეტ რეაგირებას მოახდენს. „აშშ-მა რეგიონში მისი „პროქსი ძალების“ მხარდაჭერით ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტი, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ესკალაციის გაგრძელებით მეხუთე პუნქტი დაარღვია“, – აღნიშნა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა. The post ,,აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს” – ირანის საგარეო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →