სიახლე

რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

მედიაცენტრი

რუსეთში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში, უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. „ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და კერძო სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია“, – განაცხადა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა. ცნობისთვის, შპს „სლავიანსკ-ეკო“ (სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა) რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს. The post რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი