მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა
საფრანგეთში, სიცხის ფონზე, სიკვდილიანობის მაჩვენებლები ყველა ასაკობრივ ჯგუფში მკვეთრად გაიზარდა. ანომალიური სიცხის პერიოდის დაწყების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს 1000 შემთხვევით გადააჭარბა. ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. 24 ივნისს ქვეყანაში ყველა მიზეზით გამოწვეული 1200-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 25 და 26 ივნისს 1400-ზე მეტი თითოეულ დღეს. შედარებისთვის, აპრილსა და მაისში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი საშუალოდ 900-დან 1000 შემთხვევამდე მერყეობდა. სიკვდილიანობის ზრდა შეინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა მთავარი დარტყმა საფრანგეთის 65 წელს გადაცილებულ მცხოვრებლებზე მოდის – რეგისტრირებული შემთხვევების 85%. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ივნისის ბოლოს ტემპერატურა 40 გრადუსს ზემოთ… The post მაღალი სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →