სიახლე

დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-3 დღეს ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს

მედიაცენტრი

დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-3 დღეს ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს. ცნობისთვის, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლებიც ლათინური ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მიიჩნევა, 24 ივნისს, საღამოს, კარაკასიდან დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით, დასავლეთით მოხდა. The post დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-3 დღეს ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი