ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურა
ისრაელის სამხედროებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის სამიზნეს ქალაქ მაჯდალ ზუნში მდებარე 200 მეტრის სიგრძის გვირაბი წარმოადგენდა. ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნულ მიწისქვეშა ობიექტში ასობით იარაღი და გამშვები მოწყობილობა იყო განთავსებული. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამ თავდასხმის შესახებ ინფორმირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც. მომხდარს უკვე გამოეხმაურა „ჰეზბოლა“. დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მხრიდან მსგავსი თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს. მათივე თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან თელ-ავივის ქმედებებს და… The post ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →