სიახლე

მთავრობამ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

მედიაცენტრი

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ “ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ” ახალი ავტომობილების შესყიდვის მიზნით კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც 164 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვა იგეგმება. ავტომობილების სავარაუდო ღირებულებად 10.16 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც ერთ ავტომობილზე 61,950 ლარს შეადგენს. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ ტენდერს ავტომობილების შესყიდვისთვის, რადგან 22 ივნისს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 592 ერთეული ავტომობილის შესყიდვის 47-მილიონიანი ოთხი ტენდერი გამოაცხადა. რაც შეეხება ახალ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერს, მის ფარგლებში ყველაზე მეტი – 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურს გადაეცემა, 29 ავტომობილი – თავდაცვის სამინისტროს, 10 – სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, 10 კი… The post მთავრობამ 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი