სიახლე

პაკისტანმა ავღანეთის საზღვართან 29 ტერორისტი გაანადგურა

მედიაცენტრი

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვარზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ჩაატარეს და ტერორისტების სამალავებზე მიტანილი იერიშის შედეგად 29 ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა, ატაულაჰ თარარმა გააკეთა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული სამხედრო ოპერაცია ქვეყანაში ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ დაიგეგმა. კერძოდ, იერიში მოჰყვა 27 ივნისს ქალაქ კარაჩიში მომხდარ თავდასხმას, როდესაც ტერორისტები პარამილიტარული ორგანიზაციის, „პაკისტანის რეინჯერების“ რეგიონულ შტაბს დაესხნენ თავს, რასაც 3 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჯამაათ-ულ-აჰრარმა“ აიღო. ისლამაბადი მომხდარზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ მეზობელ ქვეყანასაც აკისრებს. პაკისტანის ხელისუფლება ავღანეთს ტერორისტული ჯგუფის, „პაკისტანის თალიბანის“ მფარველობასა და მათთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებს. The post პაკისტანმა ავღანეთის საზღვართან 29 ტერორისტი გაანადგურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი