სიახლე

,,რაც უფრო დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება მის შიგნით” – კობახიძე

მედიაცენტრი

რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად აგენტურის შიგნით არის კონკურენცია, ისინი ცდილობენ უფრო მეტად მოაწონონ საკუთარი თავი პატრონებს, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გარშემოც წარიმართება ეს დაპირისპირება. „ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. The post ,,რაც უფრო დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება მის შიგნით” – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი