,,მოსკოვისკენ მიმავალი 56 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს” – მოსკოვის მერი
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისკენ მიმავალი კიდევ ექვსი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დედაქალაქის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, მოსკოვთან მიახლოებისას ღამის განმავლობაში განადგურებული დრონების საერთო რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. სობიანინის განცხადებით, საგანგებო სამსახურები ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე უკვე მუშაობენ. შექმნილი ვითარების გამო, უწყება „როსავიაციამ“ „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 419 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყების განმარტებით, თავდასხმის სამიზნე რუსეთის 19 სხვადასხვა რეგიონი გახდა. The post ,,მოსკოვისკენ მიმავალი 56 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს” – მოსკოვის მერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →