განაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
განაში წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია დედაქალაქ აკრას უხვი ნალექის შედეგად დაატყდა. ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მაშველები, რომლებმაც სტიქიის ზონიდან 470-ზე მეტი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო სამსახური მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეცადონ დატბორილი გზების გადაკვეთა, საჭიროებისას კი დაუყოვნებოვნებლივ დაუკავშირდნენ საგანგებო უწყებებს. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ განას აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი ძლიერი შტორმი უახლოვდება, რაც დატბორვის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. The post განაში წყალდიდობის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →