სიახლე

,,უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს” – ნავროცკი

მედიაცენტრი

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გააკრიტიკა მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პოლონელი პოლიტიკოსები და ამავდროულად ბრალდებები წაუყენა უკრაინას, რომ ის სულ უფრო ხშირად „სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს“. „როდესაც ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება პოლონეთის სახელმწიფო ინტერესებს უკრაინასთან მიმართებაში, რომელიც სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს, სცენარი მეორდება. სკანდალურად ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან საკუთარი სახელმწიფოს პრეზიდენტსა და იმ სახელმწიფოს პრეზიდენტს შორის, რომელიც პატივს მიაგებს გენოციდის ჩამდენებს, რომლებმაც პოლონელები დახოცეს. და კვლავ, რამდენიმე დღის შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკოსი თითქოს მწიფდება და საკუთარი შეცდომის გააზრებას იწყებს“, – დაწერა ნავროცკიმ. The post ,,უკრაინა სულ უფრო ხშირად სცდება კეთილმეზობლური ურთიერთობების საზღვრებს” – ნავროცკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი