,,თურქეთის ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი და არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას ცილისწამება უწოდა. ერდოღანის განცხადებით, ქვეყანა ყურადღებას არ აქცევს იმ ძალების ბრალდებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელნი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. თურქეთის ლიდერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ისრაელის ამ ნაბიჯს აუფასურებს როგორც მათივე ქმედებები ღაზაში, ისე თავად თურქეთის ისტორიული როლი მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების ჰოლოკოსტისგან გადარჩენაში. „ჩვენ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამებებს იმ მკვლელების ქსელისგან, რომელსაც 73 000 უდანაშაულო ღაზელის, მათ შორის, უმეტესად ბავშვებისა და ქალების სისხლში აქვს… The post ,,თურქეთის ისტორიაში არ ყოფილა არც გენოციდი და არც მასობრივი ხოცვა-ჟლეტა” – ერდოღანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →