სიახლე

ანტვერპენში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე გაჩნდა. პოლიციის ცნობით, შენობაში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხანძრის გამო მაშველებმა დაახლოებით 80 ბინის მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი პირველ სართულზე წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ანტვერპენის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა მარი დე კლერკმა განაცხადა, რომ შემთხვევა რთული იყო, რადგან ძლიერი დაკვამლიანება და ცუდი ხილვადობა ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ართულებდა. The post ანტვერპენში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი