,,საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის” – ბარციცი
საქართველო სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ბლოკავს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საქართველო შეუძლებელს ხდის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზნისკენ პროგრესს – სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. აფხაზური მხარე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული მოგვარების გარდა სხვას ალტერნატივას არ უშვებს. ეს მიდგომა სრულიად გამართლებულია და ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ საფუძვლებსა და არსებულ რეალობას ეფუძნება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო ჩამოყალიბდა და ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ ეს გაითვალისწინონ“, – განაცხადა ბარციცმა.… The post ,,საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის” – ბარციცი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →