,,7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გაფართოებული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ლიდერი ერევანს მნიშვნელოვან ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სომხეთის დემოკრატიულ განვითარებას და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან სულ უფრო ახლოვდება. „კარგია, რომ ასე მალე დავბრუნდი ერევანში. 7 ივნისს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე. სომეხმა ხალხმა ნათლად აირჩია კანონის უზენაესობა, რეფორმები, მშვიდობა და ევროკავშირთან მჭიდრო, ინკლუზიური პარტნიორობა. ახლა ეს მისწრაფებები რეალურ შედეგებად უნდა ვაქციოთ. სომხეთს შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს… The post ,,7 ივნისს სომეხმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი არჩევანი და აირჩია დემოკრატია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →