სიახლე

IPI საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

მედიაცენტრი

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამართლებრივი და მარეგულირებელი ბერკეტების გამოყენება კრიტიკული ტელეკომპანიების წინააღმდეგ. ორგანიზაცია დიდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში დამოუკიდებელ მაუწყებლებზე მზარდი იურიდიული იერიშების გამო და ამ პროცესს პრესის თავისუფლების შეზღუდვის მორიგ ესკალაციად აფასებს. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, მედიის მიმართ მტრული გარემო განსაკუთრებით მძიმდება იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებლობას მოკლებულ მარეგულირებელ სტრუქტურებს იყენებს. IPI ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ქვეყანაში მედიათავისუფლების ნარჩენების დასაცავად. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მმართველ გუნდს, უარი თქვას ტელევიზიებისთვის დისკრიმინაციული თუ არაპროპორციული ფინანსური სანქციების დაკისრებაზე და პატივი სცეს… The post IPI საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - M…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი