სიახლე

“ოცნება” თავდასხმას რუსეთისგან ელის?” – ტაბლიაშვილი

Alia

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი: სამი წუთი და 17 წამი დავუჯეროთ მამუკა მდინარაძეს და ჩვენც გავიმეოროთ, რომ საქართველომ ანტი-დრონ რაღაც სისტემები შეიძინა! ოღონდ, ვიკითხოთ – ვისგან? აშშ-სგან? – გულუბრყვილოები თუ ვართ, არ გამოვრიცხავთ! ევროპის რომელიმე სახელმწიფოსგან? – რავი, დღე და ღამ აგინებენ და… ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ, ესეც დავუშვათ! ისრაელისგან? – “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს” რომ გაჰკივის […] The post “ოცნება” თავდასხმას რუსეთისგან ელის?” – ტაბლიაშვილი appeared first on .

პირველწყარო →

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

სამი წუთი და 17 წამი დავუჯეროთ მამუკა მდინარაძეს და ჩვენც გავიმეოროთ, რომ საქართველომ ანტი-დრონ რაღაც სისტემები შეიძინა! ოღონდ, ვიკითხოთ – ვისგან?
აშშ-სგან? – გულუბრყვილოები თუ ვართ, არ გამოვრიცხავთ!
ევროპის რომელიმე სახელმწიფოსგან? – რავი, დღე და ღამ აგინებენ და… ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ, ესეც დავუშვათ!
ისრაელისგან? – “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს” რომ გაჰკივის იმ ქვეყანაში ჩადიან დღე-დღეზე და… ისრაელი რატომ გადასცემდა? .. მაგრამ, ჯარხანას ჩვენი თავი და, იყოს ისრაელი!
კიდევ რა ვარიანტებია?
უკრაინა?.. მე მეცინება, მაგრამ, ოქ… ოყოს უკრაინა!
და ახლა ვიკითხოთ – თუ რომელიმე ამ ქვეყანა/სივრცემ გადმოსცა საქართველოს ეს ანტი-დრონები, გამოდის, რომ თავდასხმას რუსეთისგან ელიან? ანუ – გავიმეოროთ – ეს ქართული ოცნება თავდასხმას რუსეთისგან ელის?
და რატომ? რას აშავებთ, ბიჭებო?
×××
რაღაი ეს წარმოუდგენელია, მომწოდებელი, შესაბამისად, არაა არც აშშ და არც ევროპა… უკრაინა თუ ისრაელი! და თუ ცნობა ამგვარი დრონების შეძენის თაობაზე მართალია; ისიც გამოდის, რომ ამათ ეს სისტემები რუსეთისაგან შეუძენიათ!
და კვლავ კითხვა – რატომ?
ვინმეს თავდასხმას ელიან? მაგალითად უკრაინას უფრთხიან? სად მოუყარეს ამ სისტემებს თავი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო? მთავრობას იცავენ? თუ….
თუ, იქნებ აბასთუმნის გარშემოა ეს ყველაფერი?.. “დამფუძნებელ მამას” განსაკუთრებით ეშინია?!
მხოლოდ კითხვებია! მხოლოდ

The post “ოცნება” თავდასხმას რუსეთისგან ელის?” – ტაბლიაშვილი appeared first on .


მსგავსი