სიახლე

საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

მედიაცენტრი

საფრანგეთში რამდენიმე ადგილას ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ სამმა ხანძარმა, რომელთაგან ორი ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ მარსელთან ახლოს გაჩნდა, 1 210 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამასთან, ქალაქ კანიდან დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე კურორტ ფრეჟუსში ახლომდებარე ტყის ხანძრის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუაცია გახდა საჭირო. ჯანდაცვის ორგანოების შეფასებით, რეკორდულ ტემპერატურას ქვეყანაში 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. The post საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი