პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ,,სამართალდამცველებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ეზოდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალების შემცველი 3 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღო” – ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და „კანაფი“ ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →