ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირმა რუსეთის 6 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა. აღნიშნული მომწამვლელი ტოქსინი ოპოზიციონერი ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, მისი ნიმუშების გამოკვლევის შედეგად იქნა იდენტიფიცირებული. სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებს შორის რუსეთის სამხედრო-სამეცნიერო სექტორში მოღვაწე მკვლევრები და მეცნიერები არიან. სანქციების თანახმად, აღნიშნულ პირებს სრულად დაებლოკებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივები. ამასთანავე, იკრძალება მათთვის რაიმე სახის ფინანსური თუ ეკონომიკური რესურსის პირდაპირი თუ ირიბი გზით გადაცემა. შეზღუდვები ასევე ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას. The post ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, ევროკავშირმა რუსეთის 6 მოქალაქეს სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →