სიახლე

ყირიმში რუსულ სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განხორციელდა

მედიაცენტრი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე წარმატებული ოპერაციები ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, საკის ობიექტზე იერიში მიიტანეს ავიაციის აღჭურვილობის შესანახ შვიდ ანგარზე, სადაც რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები (Su-30SM, Su-30 და Su-24) იყო განთავსებული. პირველადი მონაცემებით, მინიმუმ შვიდი საფრენი აპარატი განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ეს ამ კონკრეტულ ბაზაზე განხორციელებული უკვე მეორე თავდასხმაა. რაც შეეხება გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომს, აქ უკრაინულმა ძალებმა ორ ანგარს დაარტყეს, რომლებშიც „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და საავიაციო ტექნიკა ინახებოდა. უკრაინის… The post ყირიმში რუსულ სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი