სიახლე

რომის პაპი აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდებს

მედიაცენტრი

რომის პაპმა ლეომ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე ამერიკელებს მიმართა და მათ მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა. Reuters-ის ცნობით, რომის პაპის წერილში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის დაცვის ღირებულება მოიცავს „მიგრანტების მიღებას, დაცვას და დახმარებას“. პაპმა ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიგრაციის საკითხს „ყოვლისმომცველი გზით გაუმკლავდნენ, მოახდინონ დაუყოვნებლივი დახმარების ძალისხმევის ინტეგრირება გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც შესაძლებელს გახდის მიგრანტების მიღებას, დაცვას, მხარდაჭერას და ინტეგრაციას“. მან ევროპელ ლიდერებს ასევე მოუწოდა, ხელი შეუწყონ მიგრანტების ქვეყნებში არსებული პირობების გაუმჯობესებას, რათა ნაკლები ადამიანი გახდეს იძულებული საკუთარი სამშობლო დატოვოს. The post რომის პაპი აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი