ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ნივთმტკიცებად ამოღებულია ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და… The post ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს appeared first on მედიაცენტრი მთ…
პირველწყარო →