სიახლე

სროლა ვაშლიჯვარში – რას ყვებიან ადგილობრივები

Alia

ვაშლიჯვარში მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც ადგილობრივები “პირველებმა” უყვებიან, ახალგაზრდები დასახლებულ პუნქტთან ახლოს ქეიფობდნენ, რა დროსაც ხმაურზე ადგილობრივი მცხოვრები, ვალერი ჯოხაზე გავიდა და მათ შენიშვნა მისცა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა მხარეებს შორის დაპირისპირება, რასაც 41 წლის კაცის მხრიდან სროლა მოჰყვა. ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლის ხმაზე ახალგაზრდები გაიქცნენ და თავი ერთ სადარბაზოს შეაფარეს. ვაშლიჯვარში მცხოვრებლები […] The post სროლა ვაშლიჯვარში – რას ყვებიან ადგილობრივები appeared first on .

პირველწყარო →

ვაშლიჯვარში მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც ადგილობრივები “პირველებმა” უყვებიან, ახალგაზრდები დასახლებულ პუნქტთან ახლოს ქეიფობდნენ, რა დროსაც ხმაურზე ადგილობრივი მცხოვრები, ვალერი ჯოხაზე გავიდა და მათ შენიშვნა მისცა. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა მხარეებს შორის დაპირისპირება, რასაც 41 წლის კაცის მხრიდან სროლა მოჰყვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლის ხმაზე ახალგაზრდები გაიქცნენ და თავი ერთ სადარბაზოს შეაფარეს.

ვაშლიჯვარში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქვეყანაში 90-იანი წლები დაბრუნდა.

“დავინახე, რომ დარბოდნენ ბიჭები და გავიგე კიდევ იარაღის ხმა და ავტომატის კაკანი. ჯერ თავიდან ის მეგონა, დაბადების დღე ხომ არავის აქვს მეთქი, მაგრამ მიყოლებით რომ იყო ჯერი, მივხვდი მერე. ჯერ ქალის კივილი იყო და მერე ამას რომ მოჰყვა კიდევ უფრო ჩოჩქოლი, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა. 90-იანი წლები დაბრუნდა…ამბობდნენ მერე, ჯგუფში დაიდო, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მანქანებით გადაიყვანეს (დაჭრილები), – უყვება “პირველებს” ადგილობრივი. 

შეგახსენებთ, რო ვაშლიჯვარში სისხლიანი დაპირსპირება გუშინ ღამით მოხდა. პოლიციამ უკვე დააკავა 41 წლის ვალერი ჯოხაძე. დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში არიან მოთავსებულები.

The post სროლა ვაშლიჯვარში – რას ყვებიან ადგილობრივები appeared first on .


მსგავსი