სიახლე

თურქეთში რეიდების დროს ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის მეცნიერები და ჟურნალისტები

მედიაცენტრი

სამართალდამცველებმა თურქეთის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს ათობით ადამიანი დააკავეს. DPA-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, მეცნიერები და მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. რეიდები ჩატარდა ანკარაში, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში. მათი სამიზნე მემარცხენე და სოციალისტური პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ. დაკავებულებს შორის არიან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საინფორმაციო გამოცემების T24-ისა და Oda TV-ის ორი რედაქტორი. თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციამ და პროგრესულ იურისტთა ასოციაციამ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ეს ქმედებები მედიის თავისუფლებას არღვევს და ნატო-ს სამიტის წინ ოპოზიციურად განწყობილი პირების დაშინებას ემსახურება. აღნიშნული რეიდები გასულ კვირას დაწყებული დაკავებების სერიის გაგრძელებაა. ხელისუფლების კრიტიკოსები… The post თურქეთში რეიდების დროს ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის მეცნიერები და ჟურნალისტები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი