სიახლე

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

ტვ ოდიში

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ ძალოვანს ბრალად ედება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდება. საქმე უკავშირდება მის განცხადებას: „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული ფრაზა ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდებაა. ბრალდებით გათვალისწინებული მუხლი სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღევანდელ სხდომაზე ბაჩო ახალაიას […] The post ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ყოფილ ძალოვანს ბრალად ედება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდება. საქმე უკავშირდება მის განცხადებას: „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“.

პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული ფრაზა ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოწოდებაა. ბრალდებით გათვალისწინებული მუხლი სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომაზე ბაჩო ახალაიას საბოლოო სიტყვის უფლება აქვს, თუმცა მისი ადვოკატის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ის ამ უფლებით არ ისარგებლებს.

The post ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი