სიახლე

ფაშინიანი რუსეთში სამრეწველო გამოფენაზე გაემგზავრა

Netgazeti

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა. ოფიციალური ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომ-2026″ ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე, რომლის თემაა „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“. დაგეგმილია ასევე ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარესთან, მიხაილ მიშუსტინთან. The post ფაშინიანი რუსეთში სამრეწველო გამოფენაზე გაემგზავრა appeared first on Netgazeti.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი