სიახლე

რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმერეთის იმ 4 რეგიონში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა

MegaTV

საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მკვეთრად (15.1%) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემცირდა, სადაც ამჟამად 48 310 ადამიანი ცხოვრობს. შეგახსენებთ, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდაენობამ 2 455 444 კაცი (62.5%) შეადგინა, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5%). ამავე მონაცემების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის […]

პირველწყარო →

საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მკვეთრად (15.1%) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემცირდა, სადაც ამჟამად 48 310 ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდაენობამ 2 455 444 კაცი (62.5%) შეადგინა, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5%).

ამავე მონაცემების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7% (332 821 კაცი) შეადგინა, მაშინ როდესაც სოფლის მოსახლეობა 7.4%-ით (117 044 კაცით) შემცირდა.

შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქისა და სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3%-ით გაიზარდა და 62.5%-ს გაუტოლდა.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმერეთის ტოპ ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტში?

საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ 2014 წელთან შედარებით, იმერეთში დემოგრაფიული კლების მიხედვით, წყალტუბოს ტყიბულის მუნიციპალიტეტი მოსდევს, სადაც ამ ხნის განმავლობაში, მუდმივი მოსახლეობის რაოდენობამ 14.9%-ით დაიკლო და 17 729 ადამიანი შეადგინა.

2014-2024 წლებში, იემრეთში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მკვეთრად ასევე შემცირდა ხარაგაულსა და ვანში

ხარაგაულში მოსახლოების რაოდენობა 13.7%-ით შემცირდა და 16 810 ადამიანი შეადგინა, ვანში კი კლებამ 13.5% შეადგინა, ამჟამად მუნიციპალიტეტში 21 213 ადამიანი ცხოვრობს.

 


მსგავსი