სიახლე

წიწამურის ხევზე საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე იზღუდება

მედიაცენტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წიწამურის ხევზე თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე იზღუდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი). სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში. სამუშაოები 2026 წლის 06 ივლისს დღის ბოლომდე დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post წიწამურის ხევზე საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე იზღუდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი