ქვეყნის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი განადგურდა – რუსეთის თავდაცვა
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მოიგერიეს და უკრაინული წარმოების 519 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, თავდასხმის გეოგრაფია საკმაოდ ფართო იყო. დრონების ჩამოგდების ფაქტები დაფიქსირდა ათზე მეტ რეგიონში, მათ შორის: ბელგოროდის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, ტულის, ტვერის, იაროსლავის, ვორონეჟის, სმოლენსკის, კალუგის, რიაზანის, ლიპეცკის, როსტოვის, სამარას, სარატოვის, ვოლგოგრადის, ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში. რუსული მხარის მტკიცებით, საჰაერო სამიზნეების განადგურება ასევე მოხდა კრასნოდარის მხარისა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზეც. The post ქვეყნის ტერიტორიაზე 519 უკრაინული დრონი განადგურდა – რუსეთის თავდაცვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →