უკრაინაში SOCAR-ის ობიექტების დაბომბვის გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი უწყებაში დაიბარა და დიპლომატიური ნოტა გადასცა. ოფიციალური ბაქოს მკაცრი პროტესტი უკრაინის მიკოლაევის ოლქში მდებარე SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე განხორციელებულ ბოლო დრონით თავდასხმას უკავშირდება. დიპლომატიურ უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არ არის აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. რუსული სამხედრო დარტყმების სამიზნე მანამდეც არაერთხელ გამხდარა SOCAR-ის სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის ოდესაში მდებარე ნავთობბაზა და გაზგამანაწილებელი კომპრესორული სადგური, რამაც კომპანიას სერიოზული მატერიალური ზიანი მიაყენა, თანამშრომლებმა კი სხეულის დაზიანებები მიიღეს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მოსკოვის მისამართით გაჟღერებული მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსგავსი ინციდენტების განმეორება… The post უკრაინაში SOCAR-ის ობიექტების დაბომბვის გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →