ქუთაისელი ლუკა თევდორაძე ევროპის თასზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ინფორმაციას ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
“ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის თასი გაიმართა ახალგაზრდებს შორის ძიუდოში. ტურნირზე ქუთაისელმა ლუკა
თევდორაძემ წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენის მწვრთნელია დავით თევდორაძე.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.