მარიჯანის ქუჩაზე, სადაც მიწა ჩამოიშალა, ცხოვრება უსაფრთხოა – მერია
გუშინ ძლიერის წვიმის შედეგად, თბილისში, მარიჯანის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პირველადი შეფასებით, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება უსაფრთხოა .მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეს ინფორმაცია რაიონის გამგებელმა უკვე მიაწოდა. ინფორმაციას გამოცემა „ნეტგაზეთს“ ავრცელებს ნგრევის საფრთხეზე საუბრისას ვაკის რაიონის გამგებელმა, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა კერძო დეველოპერულ კომპანიას ეკისრება, რომელმაც სამუშაოები სტანდარტების დაცვით უნდა აწარმოოს. გამგებლის განმარტებით, საფრთხის არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მზად იყო ოჯახები ქირით ან სასტუმროში გადაეყვანა, თუმცა ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. სამშენებლო ობიექტზე, სადაც თავდაპირველად სამუშაოებს „ცენტრ პოინტი“… The post მარიჯანის ქუჩაზე, სადაც მიწა ჩამოიშალა, ცხოვრება უსაფრთხოა – მერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →