აშშ ესპანურ პროდუქციაზე ემბარგოს დასაწესებლად ემზადება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმ ესპანური პროდუქციის ნუსხას ადგენს, რომელზეც, შესაძლოა, სავაჭრო ემბარგო დაწესდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო, სავაჭრო წარმომადგენლობა და ვაჭრობის დეპარტამენტი დონალდ ტრამპს „ესპანური საქონლის ალტერნატიულ ვარიანტებს“ უახლოეს დღეებში წარუდგენენ. ვაშინგტონის მხრიდან მადრიდთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტის ინიციატივა პირველად ანკარაში, ნატო-ს სამიტის კულუარებში გაჟღერდა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს ზომები პასუხია ესპანეთის უარზე, მხარი დაუჭიროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების შეთანხმებას, რომელიც 2035 წლისთვის სამხედრო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე გაზრდას ითვალისწინებს. The post აშშ ესპანურ პროდუქციაზე ემბარგოს დასაწესებლად ემზადება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →