სიახლე

სად აბინძურებენ გარემოს ყველაზე მეტად? – ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 თვის სტატისტიკა

GuriaNews

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს. “სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 267 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 250 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 240 – კომპანიის […] The post სად აბინძურებენ გარემოს ყველაზე მეტად? – ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 თვის სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.

“სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 267 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 250 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 240 – კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 85 – კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 46 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 5 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი – სხვა დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 – მცხეთა-მთიანეთში, 200 – აჭარაში, 184 – იმერეთში, 176 – შიდა ქართლში, 146 – სამცხე-ჯავახეთში, 130 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 – გურიაში, 2 ფაქტი კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც – 2026 წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

The post სად აბინძურებენ გარემოს ყველაზე მეტად? – ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 6 თვის სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი