სიახლე

სეს-მა ხორცპროდუქტების არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

მედიაცენტრი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს. ,,ფიზიკური პირი ნ.თ. ( მისამართი: აბაშა, სოფ. მარანი) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ხორცის და ხორცპროდუქტების (კუპატი) წარმოება-რეალიზაციას, მათ შორის, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით. შემოწმებისას გამოვლინდა სხვა კრიტიკული შეუსაბამობები და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი. მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი რეგისტრაციამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. The post სეს-მა ხორცპროდუქტების არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი