სიახლე

ქუთაისელი მევიოლინე ვახტანგ გაგოშიძე ლონდონში, საერთაშორისო კონკურსის Golden Time Talent გამარჯვებული გახდა

MegaTV

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent – ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე) ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში პირველი ტურის გადალახვის შემდეგ მე-2 ტურში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. კონკურსში გამარჯვების გარდა, ქუთაისელ ახალგაზრდა მუსიკოსს, ლონდონში მასტერკლასი ჩაუტარა ლონდონის სამეფო მუსიკალური აკადემიის პროფესორმა რემუს […]

პირველწყარო →

ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ ვახტანგ გაგოშიძემ ლონდონში, საერთაშორისო კონკურს Golden Time Talent – ზე წარმატება მოიპოვა. ( პედაგოგი: შორენა ზვიადაძე)

ვახტანგ გაგოშიძე სიმებიანი ინსტრუმენტების კატეგორიაში პირველი ტურის გადალახვის შემდეგ მე-2 ტურში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
კონკურსში გამარჯვების გარდა, ქუთაისელ ახალგაზრდა მუსიკოსს, ლონდონში მასტერკლასი ჩაუტარა ლონდონის სამეფო მუსიკალური აკადემიის პროფესორმა რემუს აზოიტეიმ. მუსიკოსმა პროფესორისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ვახტან გაგოშიძე ლონდონამდე არაერთი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებული იყო. ლონდონში , Golden Time Talent – ზე წარმატების შემდეგ მის მიღწევებზე უცხოურ პრესაშიც დაიბეჭდა.


მსგავსი