2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 942 480 ერთეულს შეადგენს, აქედან 912 565, ანუ დაახლოებით 47% დედაქალაქში მოძრაობს.
BPN.GE-ს ინფორმაციით, თუ მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, გამოდის, რომ დედაქალაქში მცხოვრებ ყოველ 1.5 მოქალაქეზე ერთი ავტომობილი მოდის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი 2 მოქალაქეზე ერთ მანქანას შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, აქედან დედაქალაქში – 1 369 400.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი დედაქალაქშია რეგისტრირებული. მთლიანად რეგიონების რეიტინგი კი ასეთია:
თბილისი – 912 565 ავტომობილი (ყოველ 1.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
იმერეთი – 212 729 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
ქვემო ქართლი – 164 627 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)
კახეთი – 152 334 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
აჭარა – 130 290 ავტომობილი (ყოველ 3.1 მოსახლეზე ერთი მანქანა)
სამეგრელო- ზემო სვანეთი – 108 386 ავტომობილი (ყოველ 2.7 მოსახლეზე ერთი მანქანა)
შიდა ქართლი – 96 823 ავტომობილი (ყოველ 2.4 მოსახლეზე ერთი მანქანა)
სამცხე-ჯავახეთი – 67 313 ავტომობილი (ყოველ 2.3 მოსახლეზე ერთი მანქანა)
მცხეთა-მთიანეთი – 45 257 ავტომობილი (ყოველ 2 მოსახლეზე ერთი მანქანა)
გურია – 40 749 ავტომობილი (ყოველ 2.5 მოსახლეზე ერთი მანქანა)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 409 ავტომობილი (ყოველ 2.6 მოსახლეზე ერთი მანქანა)
The post გურიაში 40 700-ზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული- სად რა მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით appeared first on გურია ნიუსი.