სიახლე

გურჯაანში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრა

მედიაცენტრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა სამართალდამცველმა განახორციელა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტში გურჯაანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვახტანგ მთივლიშვილი ფიგურირებს. არსებული ვერსიით, კონფლიქტი პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მცხოვრებლებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში თავად პოლიციელი ჩაერია. დაზარალებული მამაკაცი გურჯაანის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. The post გურჯაანში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი