სიახლე

პოლიციამ ბიძაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავა

GuriaNews

სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი დააკავეს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე, მისი ბიძაშვილი – ფატიმა კარიმოვა თბილისში, მათ საერთო საცხოვრებელ ბინაში გაგუდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში […] The post პოლიციამ ბიძაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი დააკავეს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე, მისი ბიძაშვილი – ფატიმა კარიმოვა თბილისში, მათ საერთო საცხოვრებელ ბინაში გაგუდა.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

The post პოლიციამ ბიძაშვილის მკვლელობისთვის ძებნილი კაცი ბათუმის აეროპორტში დააკავა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი