სახელმწიფო შესყვიდვების სააგენტოზე მოპოვებული ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში დაგეგმილია საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი.
„შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობების სადემონტაჟო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) თვე; 2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) თვეების მიხედვით; 3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.“ – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებულ ინფორმაციაში.
წინადადების მიღება დაიწყება 17 ივლისს და დასრულდება 20 ივლისს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 94`838.00 ლარის შეადგენს.
The post დაბა ნასაკირალში ბაღის შენობის დემონტაჟი არის დაგეგმილი appeared first on გურია ნიუსი.