აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მთავარ ფინანსისტსა და 14 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციების სიაში მოხვდა ირანის უზენაესი ლიდერის მთავარი ფინანსისტი და ბანკირი ალი ანსარი. ანსარის, რომელიც დუბაიში მოღვაწეობს, მანამდე სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების განახლებას მოჰყვა. აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტი მოჯთაბა ხამენეისა და ირანის სხვა მაღალჩინოსნების გლობალური ფინანსური სისტემიდან იზოლირების მიზნით, „მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას გააგრძელებს“. The post აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →