თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →