სიახლე

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიას ებრძვიან

GuriaNews

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე თელავში შექმნილ ვითარებას მძიმედ აფასებს. “თელავში, გასულ ღამეს გადაუღებელი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა, თელავის ხევის ადიდებამ სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხიდის ჩახერგვა და კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა გამოიწვია. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის დაკეტილია. […] The post რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიას ებრძვიან appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე თელავში შექმნილ ვითარებას მძიმედ აფასებს.

“თელავში, გასულ ღამეს გადაუღებელი წვიმის და უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა, თელავის ხევის ადიდებამ სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხიდის ჩახერგვა და კალაპოტიდან წყლის გადმოსვლა გამოიწვია. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის რამდენიმე ქუჩა საავტომობილო მოძრაობისთვის დაკეტილია.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზარალი ალაზანი – კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს, ხოლო ზარალის ზუსტი შეფასება წყლის დონის დაკლების შემდეგ იქნება შესაძლებელი”,- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

პლატონ კალმახელიძის კომენტარს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

The post რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიას ებრძვიან appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი