სიახლე, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
1-ელი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ. უფრო კონკრეტულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა. შსს-ს ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ. როგორც სამინისტრო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული. კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა… The post სიახლე, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →