,,კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს” – კობახიძე
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. ასეთ დროს ასე უტიფრად როცა ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეეხებოდა გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს, რომ კასრებში იარაღი ინახებოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს“. „კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს… The post ,,კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს” – კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →